„გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი, კრიმინალი“ – კახა კალაძე

ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ევროპარლამენარებმა კრიმინალ სააკაშვილის გათავსუფლება მოითხოვეს.

„ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრისა და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც  ტერიტორიების 20% შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩაფლო“ – აღნიშნა კალაძემ.

 

 

მსგავსი თემები