რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა – არიან დაშავებულები

რუსეთის ძალებმა  ხარკოვის ოლქი დაბომბა. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთა შორის სამი ასაკოვანი ქალი, ერთი ორსული და 10 და 14 წლის ბავშვები არიან.

სინეგუბოვის თქმით,  დაიბომბა კოვშაროვ-კუპიანსკის რაიონი. დაზიანებულია ორი საცხოვრებელი სახლი და გაზსადენი.

მსგავსი თემები