„გვითხრეს, რომ ფართო ასპარეზი დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას“ – კალაძე

„სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ,  უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ  –  პირდაპირ გვითხრეს, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას,  მის გავრცელებას და პოპულარიზაციას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალ თაობებს“ – ეს განცხადება კახი კალაძემ ევროპარლამენტის დღევანდელ რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოში ყველას უფლებები დაცულია.

„ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები დაცულია, განურჩევლად მათი სარწმუნოების, სქესისა, ორიენტაციისა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის პირადი ცხოვრებით არ  ვინტერესდებით, არავის განსჯას არ ვაპირებთ, ყველას აქვს თავისი პირადი ცხოვრება და ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს,  მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია“ – აღნიშნა კალაძემ.

 

 

მსგავსი თემები