„დავეხმარებით ევროპელ კოლეგებს, თავი დააღწიონ აგენტური მმართველობას“ – კალაძე ევროსტრუქტურებზე

დედაქალაქის მერი ევროსტრუქტურებში ლობიზმის არსებობაზე საუბობს და ამბობს, რომ მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები, რაც დღეს მიიღეს, სწორედ ამისი დასტურია.

„სამწუხაროდ, დღეს ევროპულ სტრუქტურებში ფეხი აქვს გადგმული ლობიზმს და მანკიერ ურთიერთობებს. მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები, პირველ რიგში, სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას. დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში“ – აცხადებს კალაძე.

მისი თქმით, საქართველო დაეხმარება ევროსტრუქტურებს, აგენტურისგან გაიწმინდოს.

„უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ზრუნვა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. საქართველო უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები