,,სამუშაოები მიმდინარეობს“- ბჟანია რუსეთთან ავიამიმოსვლაზე

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ეხმაურება. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მათსა და რუსეთს შორისაც იყოს ავიამიმოსვლა.

„რაც შეეხება საჰაერო კომუნიკაციებს, ჩვენც ამ კუთხით ვმუშაობთ რუსეთთან. უნდა გაფორმდეს დოკუმენტი, მთავრობათაშორისი შეთანხმება აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო კომუნიკაციის შესახებ. სანამ ამას ვაკეთებდით, საქართველოსთან საჰაერო კომუნიკაცია აღდგა. ეს ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს, ეს მხარეების საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ავიამიმოსვლა იყოს ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ საკითხს მოვაგვარებთ. არის სირთულეები, არის დაბრკოლებები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა ბჟანიამ.

მსგავსი თემები