სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა – ”საქსტატი”

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებაში 2,7%-ით შემცირდა და 12,3% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0,7%-ით შემცირდა და 20,6%-ს გაუტოლდა.

სიღარიბის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2022 წელს შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20,4% შეადგინა, რაც 2,3%-ით არის შემცირებული.

18-დან 64 წლის ასაკობრივ ჯგუფში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 2,0%-ით და 15,3% შეადგინა. ხოლო 65 წლისა და უფროს ასაკობრივ ჯგუფში 2022 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი 10,5% გახდა, რაც 1,4%-ით უფრო ნაკლებია ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი.

საქტატის ცნობით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.37-დან 0.36-მდე, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.34-ს.

მსგავსი თემები