„ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, პარტია არ აპირებს ზაფხულში დასვენებას”- ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. როგორც ხაბეიშვილმა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას.

„ნაციონალური მოძრაობა“ გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ჩვენ ვაპირებთ ყველა ქალაქსა და რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრას, მათ შორის იქნება რეგიონული კონფერენციები, სადაც ასევე დაყენებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ეს ღონისძიებები, მათ შორის საპროტესტო აქციები. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ზაფხულში დასვენებას, არ აპირებს, მოსვენება მისცეს რუსულ რეჟიმს, აპირებს განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობას.

პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, იმ კონკრეტულმა წარმომადგენლობამ, რომელიც მუშაობს მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ქვეყნის შიგნით და გარეთ, უზრუნველყოს მაქსიმალურად კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართველმა ხალხმა რუსული რეჟიმისა და ბიძინა ივანიშვილის გამო, კანდიდატის სტატუსი არ დაკარგოს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები