პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროპარლამენტს მიმართავს

13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს პირველად მიმართავს.  სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში უკვე გაფრინდა.

„საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.

31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები