,,რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, პრეზიდენტი პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს“- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ,პრეზიდენტზე ორკესტრირებულ ზეწოლას და შეტევას რადიკალური ოპოზიცია ახორციელებს.

მისი თქმით, მმართველი გუნდის სურვილია, რომ  პრეზიდენტი არც ერთი პარტიის დღის წესრიგში არ იყოს ჩართული.

,,პოლიტიკური უსინდისობაა, როცა ეს ოპოზიცია საუბრობს, თითქოს პრეზიდენტზე გავლენის მოხდენა გვინდა. ცალსახად ვთქვით, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია ქვეყნის ინტერესები – სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსი არ იყოს დარღვეული. თანმიმდევრული ვართ, რადგან პრეზიდენტის არჩევისას ვთქვით, რომ ზეპარტიული პრეზიდენტი სჭირდებოდა ქვეყანას. რადიკალური ოპოზიცია ფარისევლურად ცდილობს, პრეზიდენტი პოლიტიკური ფონის დაძაბვისთვის და საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

მსგავსი თემები