,,რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პოლემიკაში შესვლა არ სურს. კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით.

,,არ ვაპირებ შევიდე პრეზიდენტთან პოლემიკაში. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და რა თქმა უნდა, ვუფრთხილდები პრეზიდენტის ინსტიტუტს. ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ატარებდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, ამ ქვეყნის განვითარებისთვის დგამდეს შესაბამის ნაბიჯებს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს გათვითცნობიერებული.

რა შუაშია დაშინება?! სად ნახეთ თქვენ, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს აშინებდეს.

ჩვენი მხრიდან ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვინდა პრეზიდენტთან შევიდეთ პოლემიკაში ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომიდინარე და ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს, – განაცხადა კახა კალაძემ.

,,უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს”- ”ქართული ოცნება”

მსგავსი თემები