რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ვიცე-პრემიერს/ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 29 მაისს, 5 საათზე გაიმართება.
დემარში ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით ხორციელდება.