„პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს“ – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი დაპირისპირებისთვის ყველაფერს აკეთებს.  „პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს,  მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მან მედიასთან.

„დიასპორის დღეზე საქართველოს პრეზიდენტმა პროტოკოლზე ბევრი ისაუბრა. თუ პროტოკოლზე ვსაუბრობთ, ადმინისტრაციის უფროსი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას არ უნდა პასუხობდეს. ჩვენ პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. შეიძლება ვიღაცების მიზანი იყოს ის, რომ ჩვენ პრეზიდენტთან აქტიური დაპირისპირება გვქონდეს. სიტყვა „ვიღაცებს“ შემთხვევით არ ვამბობ, არც პრეზიდენტზე ვსაუბრობ. პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს, თავის გამოსვლაში მსგავსი საკითხები უხვად დაარიგა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ამის უკან გარკვეული გეგმები იკითხება, რომელთა აღსრულებაში ჩვენ მონაწილეობის მიღება არ გვსურს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები