„საქართველოში ზოგიერთს ჰგონია, რომ ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია” – უკრაინული მხარე

უკრაინის ოფიციალურ ხელისუფლებაში საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ეს იგივეა, რაც ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთერთობა.

„ისტორიას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვინც გენოციდს, ნაციზმსა და მის ავტორებს თითქოს ვერ ამჩნევენ და ეს ისტორიული მეხსიერება არა მგონია ვინმეს მოსწონდეს. ქართველი ხალხი ყოველთვის გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის მიმართ. ერთი მტერი გვყავს, რომელიც 90-იანი წლებიდან, შემდეგ კი 2008 წელს კლავდა ქართველებს, ხოლო 2014 წლიდან უკრაინელებს კლავს. ჩვენი ერებისთვის ეს ეგზისტენციალური მტერია… ზოგიერთს, როგორც ჩანს, გორის ტრაგედია დაავიწყდა. ზოგიერთ შეიძლებ ჰქონია, რომ ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია. ისტორია ყველაფერს საკუთარ ადგილზე დააყენებს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთთან პირდაპირ ფრენას, “აზიმუტთან” ერთად,  “საქარველოს ავიახაზებიც” იწყება

 

მსგავსი თემები