კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ „აზიმუტმა“ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ  რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა” ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ”სამხრეთ ოსეთის”, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო.

მისი თქმით, ვინც ცდილობს, რომ აჟიოტაჟი შექმნას ამ საქმის გარშემო, ისინი ცდილობენ სპეკულირებას იქ, სადაც ამის საფუძველი არ არსებობს.

,,თავისთავად მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან, ეს ერთი, სპეკულაციისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხის გარშემო, ისინი არიან ნამდვილი სპეკულანტები.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და თავს იწონებდნენ. მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ლარსზე მიდიოდა და პირადად ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეებს.  ახლა, ეს პოლიტიკური ძალა, რომ ცდილობს, ისპეკულიროს ფრენების აღდგენის თემით, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი სპეკულიანტები და სახელმწიფოს მტრები არიან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავიაკომპანია „აზიმუტმა” აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

მსგავსი თემები