მსოფლიო ლიდერები რეკიავიკის სამიტზე შეიკრიბნენ 

რეკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის ფარგლებში შეიკრიბნენ. სამიტი დღეს გაიხსნა და მასში ქართული მხარეც მონაწილეობს. როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ერთ-ერთ მთავარი თემა უკრაინა იქნება და ყველაფერს გააკეთებენ მის დასახმარებლად.

„უკრაინა იცავს ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს. ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ ფინანსური, პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მიმართულებით.  შეხვედრა წარმოადგენს უკრაინის მიმართ. დღეს და ხვალ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად არიან ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ ყველგან, ევროპაში. ჩვენი გზავნილია, გაერთიანება დემოკრატიულ ღირებულებების დასაცავად“ –  განაცხადა შარლ მიშელმა.

 

მსგავსი თემები