,,ოპოზიციის არცერთმა წარმომადგენელმა  ნიკა გვარამიასთან ერთად არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი – გაწიეს ეს თემა”- მამუკა მდინარაძე

,,წარმოგედგინათ, ორი კვირის წინ, გვარამიას ახსენებდნენ და პოლიტპატიმრებზე ილაპარაკებდნენ და სააკაშვილს არ ახსენებდნენ? ახლა გაწიეს ეს თემა, პიარული სვლაა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადეგნლებს ”ახლა არ უნდათ, ეს ორი თემა ერთმანეთში არიონ, შესაბამისად, მარტივად გასაშიფრი ჩვეულებრივი პიარული სვლაა და საზოგადოება ამას კარგად ხედავს.”

,,დღევანდელ გამოსვლაში რადიკალური ოპოზიციის არცერთმა წარმომადგენელმა  ნიკა გვარამიასთან ერთად არ ახსენა მიხეილ სააკაშვილი. და იცით რატომ? – იმიტომ, რომ სააკაშვილზე, იმ რეზოლუციებზე, იმ განცხადებებზე, რაც თქვენ ნიკა გვარამიას მოტივირებული პატიმრობის არგუმენტად მოიტანეთ, გასცა პასუხი სტრასბურგის სასამართლომ. სტრასბურგმა რომ მათი ტყუილები ამხილა, ამ ნარატივით გვარამიას თემა არ უნდათ გააფუჭონ. წარმოგედგინათ, ორი კვირის წინ, გვარამიას ახსენებდნენ და პოლიტპატიმრებზე ილაპარაკებდნენ და სააკაშვილს არ ახსენებდნენ? ახლა გაწიეს ეს თემა, პიარული სვლაა”, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები