,,ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური, ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს”- ირაკლი კობახიძე

,,ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან, ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც დაანონსებულ აქვიებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე  სპეკულიანტები არიან. ,,მე გაგახსენებთ ვინ არიან ვაშაძე და ხოშტარია. ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან, ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად და ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგა პირდაპირი ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები. აქედან პირდაპირ ჩანს რომ ისინი არიან უბრალოდ სპეკულანტები, ერთს ჰყავს რუსი მდგმური, რუსეთის მოქალაქე რუსი მდგმური და…

მეტი...

თბილისში, ახალგაზრდა კაცი სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს

„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთელი ახალგაზრდა თბილისში, გუშინ დილით სამსახურში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი აცხადებს,  31 წლის გიორგი ბაქანიძის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ახალგაზრდა, თბილისში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნატანებიდან იყო ჩასული და ერთ-ერთ ლაბორატორიაში მუშაობდა.

მეტი...

,,ჯორჯ სოროსს სურს, გაანადგუროს ცივილიზაციის სტრუქტურა, მას სძულს კაცობრიობა”- ილონ მასკი

„ჯორჯ სოროსი მაგნეტოს მაგონებს“, –  ამის შესახებ მილიარდერმა, „ტესლას“ და „სფეისიქსის“ გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა. მისი თქმით, ჯორჯ სოროსს სურს, გაანადგუროს ცივილიზაციის სტრუქტურა. „თქვენ თვლით, რომ ისინი კარგი ზრახვებია. არ არის კარგი განზრახვები. მას სურს, გაანადგუროს ცივილიზაციის სტრუქტურა. სოროსს სძულს კაცობრიობა“, – განაცხადა ილონ მასკმა.

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის ჩაკეტოს ევროპისკენ მიმავალი კარი”- ანა ნაცვლიშვილი

 ლელოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს. მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა ევროპისკენ მიმავალი კარი ჩაკეტოს. ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის, საქართველო დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე, ჩაკეტოს ევროპისკენ მიმავალი კარი და აქციოს საქართველო უკვე მსოფლიოს მიერ აღიარებულ ტერორისტულ და გენოციდის მომწყობ სახელმწიფოდ,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა.

მეტი...

,,რუსეთის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენენ”- გია ვოლსკი

,,რუსეთის ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენენ,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტის” მიერ,  ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის”, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღებას გამოეხმაურა. ,,რუსეთის ფედერაციის კომპანიისგან არ უნდა ველოდოთ იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ლოზუნგებით იფრენს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილება მიიღეს და ძალიან კარგია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ამოიღეს იმ სიიდან, სადაც სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოებია ნახსენები”,- განაცხადაა გია ვოლსკიმ. ავიაკომპანია „აზიმუტმა” აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

მეტი...

დონეცკისა და ხარკოვის ოლქებზე რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

დონეცკისა და ხარკოვის ოლქებზე რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქის ოთხი მცხოვრები მოკლეს [ქალაქ] ავდიივკაში 15 მაისს. გარდა ამისა, ოკუპაციის დროს მოკლული მამაკაცის ცხედარი ექსჰუმირებული იქნა [სოფელ] ბოხოროდიჩნეში. კიდევ ოთხმა მშვიდობიანი მოსახლე. დონეცკის ოლქში დაშავდა“,- აცხადებს პაველ კირილენკო, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით,  კუპიანსკის რეგიონის სოფელ დვორიჩნაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ორი მოქალაქე დაიღუპა. სოფელში დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

,,რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ”- დღეს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება

,,რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ”, – დღეს, 16 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტის უკან მოქალაქეები რუსეთთან პირდაპირი ფრენებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. ,,მაშინ როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და ქართველი მეომრები უკრაინაში რუსულ ხომალდებს ებრძვიან, საქართველოს მთავრობა მწვანე შუქს უნთებს პირდაპირ ფრენებს რუსეთთან. ეს ქმედება არის ამორალური, არაპრინციპული და უპატივცემულო ქართველი გმირების მიმართ და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ვიკრიბებით 16 მაისს, 19 საათზე პარლამენტის უკან, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში რუსული ხომალდის დაჯდომას”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს…

მეტი...

,,ვქმნით კოალიციას თანამედროვე დასავლური თვითმფრინავებისთვის პილოტების მოსამზადებლად”- ზელენსკი

,,ჩვენ ვქმნით კოალიციას თანამედროვე დასავლური თვითმფრინავებისთვის პილოტების მოსამზადებლად,”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილებს დიდი ბრიტანეთი და  პოლონეთი უკვე დათანხმდნენ. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილებას საფრანგეთი და სხვა პარტნიორებიც შეუერთდებიან. ,,ვბრუნდებით სახლში თავდაცვის ახალი პაკეტებით. უფრო მეტი ახალი და ძლიერი იარაღი ფრონტის ხაზისთვის. მეტი დაცვა ჩვენი ხალხისთვის. მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა. ჩვენი მშვიდობის ფორმულა ყველა შეხვედრაზე განიხილებოდა. გვაქვს უფრო მეტი მხარდაჭერა ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მიმართ. მეტი გააზრება იმისა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მოხდება და ეს გარდაუვალია. ჩვენ ვქმნით კოალიციას თანამედროვე დასავლური თვითმფრინავებისთვის პილოტების მოსამზადებლად. დიდი ბრიტანეთი…

მეტი...

,,აზიმუტის” თვითმფრინავი აქ კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება, უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ სადაა ქართული საზოგადოება”- ხოშტარია

“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია 19 მაისს, როდესაც ავიაკომპანია “აზიმუტი” საქართველოს მიმართულებით პირველ რეისს განახორციელებს, აქციას აანონსებს. მისი თქმით, 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და კოლონით აეროპორტისკენ გაემართებიან. ,,ჩვენ შევუერთდებით ყველა აქციას, რომელიც უკვე თვითორგანიზებით იგეგმება, დღეს პარლამენტის უკან, დღეს, კანცელარიასთან, აბსოლუტურად ყველგან ვიქნებით. ამასთან მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ფრენის პირველ დღეს საქართველომ რუსეთს, უკრაინას და მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი სახე. ამიტომ ეს თვითმფრინავი აქ კომფორტულად ვერ ჩამოფრინდება, ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და ვაჩვენოთ სადაა ქართული საზოგადოება, ამიტომ 19 რიცხვში, როცა დანიშნულია პირველი ფრენა, 12:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით…

მეტი...

სასამართლომ წარმოებაში მიიღო თამარ კორძაიას სარჩელი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო დეპუტატ თამარ კორძაიას სარჩელი პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ. დავის მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარის განკარგულებაა, რომლის მიხედვითაც,  პარლამენტის წევრებისთვის, სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება, რამდენიმე თვეა შეჩერებულია. ,,დეკემერში პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო ზოგადი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით შეიზღუდა მიხეილ სააკაშვილთან მონიტორინგის მიზნით პარლამენტის წევრების შესვლის უფლებამოსილება. თუმცა, ვადა არ განუსაზღვრავს. მე აპრილში მივმართე მას და ვთხოვე შეშვება, უარი მითხრა. უარი არ იყო დასაბუთებული, შემდეგ ვთხოვე დასაბუთებული პასუხი და ამაზე საერთოდ არ მიპასუხა. შევიტანე სარჩელი, იმიტომ, რომ, არ შეიძლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების თვითნებური შეზღუდვა პარლამენტის…

მეტი...

გუდამაყრის ხეობაში ტურისტის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა გუდამაყრის ხეობაში, ჯომარდობის დროს, არაგვის მიერ გატაცებული  ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ტურისტი ლიეტუვის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, გუშინ, ჯომარდობის დროს ორი ტურისტი არაგვმა გაიტაცა. ერთ-ერთი ტურისტის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს.

მეტი...

,,ელენე ხოშტარია ალბათ პირველი იქნება ვინც ჩაფრინდება და პირდაპირ „ქეშად“ აიღებს რუსეთიდან რუბლებს”- ალუდა ღუდუშაური

„პირველი ალბათ ელენე ხოშტარია იქნება, ვინც ჩაფრინდება და პირდაპირ „ქეშად“ აიღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებს“,-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ალუდა ღუდუშაური რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. „ელენე ხოშტარია რომ რუბლებს რუსეთის ფედერაციიდან იღებს, როგორც ჩანს, კურსთან დაკავშირებით ნერვიულობს, დამშვიდდეს, დაწყნარდეს, თუ ფრენები იქნება აღდგენილი, პირველი ალბათ ეგ იქნება ვინც ჩაფრინდება და პირდაპირ “ქეშად” აიღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებს. იმ ჯგუფების მხრიდან რაიმეს გაპროტესტება, რომლებიც რეალობას აცდენილები არიან და პირდაპირ რადიკალურ პოლიტიკური ჯგუფების ბანაკში არიან, თვალი მოვკარი პარლამენტთან (აქციაზე) იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა…

მეტი...

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის გაშვებული 18 რაკეტიდან ყველა ჩამოაგდეს – ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გასულ ღამეს უკრაინის ქალაქების მიმართულებით გაშვებული 18 რაკეტიდან ყველა ჩამოაგდეს. ,,16 მაისს დაახლოებით 03:30 საათზე რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთის მიმართულებებიდან შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტით, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო. ექვსმა MiG-31K თვითმფრინავმა გაისროლა ექვსი “კინჟალის” აერობალისტიკური რაკეტა, ცხრა კალიბრის ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის გემებიდან და სამი სახმელეთო რაკეტა (S-400, Iskander-M). 18-ვე რაკეტა განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მიერ”, – წერს ვალერი ზალუჟნი.  

მეტი...

პრაღაში ახალ წელს დაბადებულ ბავშვებს ფულს დაურიგებენ

პრაღაში ახალ წელს დაბადებულ ბავშვებს ფულს დაურიგებენ. პრაღის საკრებულომ ფინანსური დახმარება 15000 ჩეხური გვირგვინის (635 ევრო) ოდენობით დაამტკიცა. წინა ორი წლის განმავლობაში პრაღა 1 იანვარს დაბადებულ ბავშვებს სამახსოვრო მონეტებს აძლევდა, ახლა კი მერიამ ფულადი დახმარება გადაწყვიტა. ჩეხეთის დედაქალაქის მერის ბოჰუსლავ სლობოდას განცხადებით, წელს თანხას 19 ბავშვი მიიღებს – 12 გოგონა და შვიდი ბიჭი. გასულ წელს საჩუქრად 21 ბავშვმა მიიღო, წინა წელს – 27. ახალი წლის ღამეს დაბადებულთათვის საჩუქარი დროებით გააუქმა წინა საკრებულომ, რომელსაც მეკობრეების პარტიის წარმომადგენელი ზდენეკ გრზიბი ხელმძღვანელობდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ასეთი საჩუქრები უსამართლოა სხვა ბავშვების მიმართ. პრაღის საკრებულოს…

მეტი...

,,ლაპარაკის გამო ამ ქვეყანაში იჭერენ, ეგეთი ქვეყანა ვართ, რუსეთი ვართ”- ზურაბ ჯაფარიძე 

დღეს, 16 მაისს ერთი წელი გავიდა, რაც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია პატიმრობაშია. აღნიშნულ ფაქტს ”გირჩი-მეტი თავისუფლებს” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ეხმიანება. ,,ნიკა გვარამია ციხეში ზის 1 წელია ლაპარაკის გამო. ლაპარაკის გამო ამ ქვეყანაში იჭერენ. ეგეთი ქვეყანა ვართ, რუსეთი ვართ. ვინც გარეთ ვართ, უნდა გვესმოდეს – მხოლოდ იმიტომ არ ვართ გამომწყვდეულები რომ ჩვენი ლაპარაკი არ არის აღქმული საკმარისად საშიშად არსებული რეჟიმის მიერ (ჯერჯერობით მაინც). რომ იყოს, ჩვენც ვიჯდებოდით, როგორც გვარამია ზის,”- წერს ჯაფარიძე.  

მეტი...

ავიაკომპანია „აზიმუტმა” აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

რუსულმა ავიაკომპანიამ “აზიმუტმა” რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აღნიშნულს სოციალურ ქსელებში მოქალაქეების კრიტიკა მოჰყვა. საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია „აზიმუტი”  რეისების შესრულებას 17 დაიწყებს. საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია ”აზიმუტს” 15 მაისს მისცა.  გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ფრენებს კვირაში შვიდჯერ განახაროციელებს. ცნობისთვის,  სოციალურ ქსელებში გავრცელდა „სქრინი” რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის” ვებსაიტიდან, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო მოხსენიებული.

მეტი...

,,გზაზე იყო გაშლილი ცხვარი, ეყარა”- მგლის ხროვამ ცხვრის ფარა დაგლიჯა

მგლების შემოსევა კასპის მუნიციპალიტეტში – ხროვამ ერთ-ერთი ოჯახის 150-მდე ცხვარი დაგლიჯა.  დაზარალებული ფერმერი ზარალის ანაზღაურებს ითხოვს და  ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართავს. “სამსახურში ვიყავი, რომ დამირეკეს, ცხვარი არ არისო. ამოვედი და გზაზე იყო გაშლილი ცხვარი, ეყარა. ასობი იყო, აღარაფერი არ არის, “- ამბობს დაზარალებული ფერმერი. წყარო – ფორმულა

მეტი...

უკრაინაში სამი მილიონი დოლარის ქრთამის აღებისას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დააკავეს – მედია

ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ქრთამის აღებისას უკრაინის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დააფიქსირეს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, კნიაზევი ფულს ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესებით მოქმედი პირებისგან იღებდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს უკრაინის უზენაესი სასამართლოს კიდევ 18 მოსამართლესთან. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ადასტურებს, გამოაშკარავდა „მასშტაბიანი კორუფცია უზენაეს სასამართლოში“, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ არასათანადო სარგებლის მიღების სქემა.

მეტი...

,,სურამში, კერძო პირმა, სახლამდე მისასვლელ გზაზე თვითნებურად დააგო ბეტონი და ხეებიც ჩააბეტონა”- ხაშურის მერია

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სურამში ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირმა სახლამდე მისასვლელ გზაზე, თვითნებურად,  დააგო ბეტონი და მათ შორის ხეებიც ჩააბეტონა. მერიის ცნობითვე, აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდის საკუთრებაა. ,,სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირმა, სახლამდე მისასვლელ გზაზე, თვითნებურად,  დააგო ბეტონი და მათ შორის ხეებიც ჩააბეტონა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდის საკუთრებაა. შემთხვევა არასამუშაო დღეებში მოხდა. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ, მუნიციპალიტეტისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე გავიდნენ მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები  და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ამ ეტაპზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო…

მეტი...

კადიროვი ამტკიცებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა მისთვის ცხენი მოიპარეს

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინული სპეცსამსახურების დახმარებით ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან თავისი სუფთა ცხენის”ზაზუს”დაბრუნება შეძლო. მანამდე ჩეხეთმა საერთაშორისო სანქციების ფარგლებში გაყინა კადიროვის ქონება, მათ შორის რამდენიმე ცხენი. მოგვიანებით, ერთ-ერთი ცხენი უცნობმა პირებმა ჩეხეთის სოფელ კრაბჩიცეში მდებარე თავლადან მოიპარეს. ჩეხეთის პოლიციის ცნობით, ცხენი თითქმის 17 ათასი ევროს ღირებულებისაა. ახლა კადიროვი ირწმუნება, რომ ქურდობა სავარაუდოდ უკრაინის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს. მისი თქმით, ”ზაზუ” ახლა სახლში მიდის და მისი ქურდობა მას $18000 დაუჯდა. ”მისი რეალური ღირებულებისა და შესანიშნავი მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ეს უმნიშვნელოა”, – თქვა კადიროვმა.

მეტი...

უკრაინის კონტრშეტევის წარმატება გადამწყვეტი იქნება მდგრადი მშვიდობის ჩამოსაყალიბებლად – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის წარმატება იქნება გადამწყვეტი მდგრადი მშვიდობის ჩამოსაყალიბებლად. მისი თქმით,  საფრანგეთი მზად არის, უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყოს. „ამ კონტრშეტევის წარმატება იქნება გადამწყვეტი მდგრადი მშვიდობის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ ვაწვდით ყველაფერს, თუმცა არ მივდივართ ომზე რუსეთთან. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ომს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას რუსი აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწვდით იარაღს, რომლითაც შესაძლებელია რუსეთამდე მიღწევა ან რუსეთზე თავდასხმა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.  

მეტი...