მოლდოვა და აშშ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

მოლდოვა და აშშ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის პირობებს შექმნის.

კიშინიოვში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელს 18 მაისს მოაწერენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი ლილია დაბიჟა.

„ღია ცის შესახებ შეთანხმება სიმბოლოა ჩვენს ქვეყნებს შორის საჰაერო ტრანსპორტის ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს. ჩვენ ერთად ვაძლიერებთ ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს. ეს არის ჩვენი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი მოლდოვას გაგრძელების გზაზე უფრო ღია და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოსკენ“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

შეთანხმების ძალაში შესვლა შექმნის წინაპირობებს კიშინიოვიდან აშშ-ში პირდაპირი ფრენების დასაწყებად, ხელს შეუწყობს მოლდოვაში საჰაერო მომსახურების ბაზრის გახსნას და კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმართულებების დივერსიფიკაციას.

მსგავსი თემები