,,აშშ-მა რუსეთის ჯინაზე დააწესოს უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები”- გურამ მაჭარაშვილი

,,ევროპელებმა და ზოგადად, უცხოელებმა თავი დაანებონ ჭკუის სწავლებას, თუ რამე დახმარება შეუძლიათ, პირდაპირი ფრენები თვითონ დააწესონ,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ აშშ სავიზო რეჟიმს მოხსნის და პირდაპირი ფრენას დააწესებს რუსეთის ”ჯინაზე”.

„ჯერ ერთი, ეს არ ყოფილა საქართველოს გადაწყვეტილება. მეორე – რუსეთმა ეს ოთხი წლის წინ გააკეთა სანქცირების სახით და დღეს დამოუკიდებლად გადაწყვიტა, მოეხსნა სანქციები. მემგონი, ახლა შეშფოთებას უნდა იწვევდეს ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოში, რომელთან დაკავშირებითაც, სხვათაშორის, იქნება ეს ჩვენი პარტნიორები, თუ ნებისმიერი ინსტიტუცია, თავად უნდა ზრუნავდნენ და კარგი იქნება, რომ გაიყვანოს ჯარები, ეს საკმარისი არ არის. 20 და 25 წელი რომ ამას ამბობ, კარგი იქნება, ჯარები გაიყვანოს, ამ განცხადებაზე არავის გაჰყავს ჯარები, ამიტომ ნუ გახდებიან უფრო მეტი რომის პაპები, ვიდრე არიან ქართველები. ქართველებზე მეტად საქართველო არავის უყვარს, ჩვენს მოქალაქეებს კომფორტი ექნებათ ამ გადაწყვეტილებით, ახლა ევროპელებმა და ზოგადად, უცხოელებმა თავი დაანებონ ჭკუის სწავლებას, თუ რამე დახმარება შეუძლიათ, პირდაპირი ფრენები თვითონ დააწესონ. მაგალითად, ამერიკამ ვიზა მოხსნას და პირდაპირი ფრენა დააწესოს რუსეთის ჯინაზე, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება. პასუხი გვითხრას შეერთებულმა შტატებმა, ჩვენი პარტნიორი ხომაა, რუსეთის ჯინაზე დააწესოს უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები, ძალიან მოხარული ვიქნებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები