„არა რუსულ ფრენებს“ – აქცია „საქართველოს ავიახაზების“ ოფისთან

რუსთაველის გამზირზე, „საქართველოს ავიახაზების“ სათაო ოფისთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. აღნიშნულის მიზეზი პროტესტია, რაც „საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებს უკავშირდება.

აქციის მონაწილეები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები არიან. როგორც „პროტესტანტები“ აცხადებენ, არ დაუშვებენ საქართველოს გარუსებას.

„არა რუსულ ფრენებს“ – ერთხმად იძახიან აქციის მონაწილეები, რომლებიც პროტესტს უცხადებენ „საქართველოს ავიახაზების“ გადაწყვეტილებას, შეასრულოს პირდაპირი ფრენა საქართველო-რუსეთს შორის.

 

„მოღალატეები ისინი არიან, დღეში ერთი რეისი შესრულდება“ – თამაზ გაიაშვილი რუსეთთან პირდაპირ ფრენაზე

მსგავსი თემები