„მოღალატეები ისინი არიან, დღეში ერთი რეისი შესრულდება“ – თამაზ გაიაშვილი რუსეთთან პირდაპირ ფრენაზე

„საქართველოს ავიახაზების” დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთთან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს და დღეში მხოლოდ ერთი რეისი შესრულდება. მისი თქმით, მოღალატეები სწორედ ისინი არიან, ვინც რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აწამებს.

„20-ის შემდეგ დავიწყებთ ფრენებს. ყოველდღიურად თითო სიხშირეს განვიხილავთ თბილისი-მოსკოვის რეისზე. ამბობენ, რომ ჩვენ მოღალატეები ვართ, რადგან ფრენას ვიწყებთ. მოღალატეები არიან ის ადამიანები, ვისაც ქართველი ხალხის წვალება უნდათ. დღემდე არ დაფრინავდა მოსკოვში თვითმფრინავები? დღემდე საზღვარი არ იყო გახსნილი?! წლების განმავლობაში დავფრინავდით მოსკოვში და ჩვენთვის ახალი არაფერი არ არის“ – აცხადებს გაიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „აზიმუტთან“ ერთად, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენას „საქართველოს ავიახაზებიც“ განახორციელებს.

მსგავსი თემები