,,სანამ არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი არ გვექნება”- სალომე სამადაშვილი

,,სანამ არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი არ გვექნება,”-  ამის შესახებ ”ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 1 წლის წინ, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით, დაიხურა შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საქართველოს შარშან მიეღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ სანამ არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი არ გვექნება იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრების პირობებში მყოფ ქვეყანას ევროპაში ადგილი არ აქვს. ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის დღეს ერთადერთი გზა, რომლითაც „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები