,,როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია”- ერმაკი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი რუსეთთან ფრენების აღდგენას ეხმაურება. მისი თქმით, როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია.

“საქართველომ კიდევ ერთ ავიაკომპანიას დართო ნება რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენებზე – Georgian Airways, მანამდე იყო Azimuth.

ქართველი ხალხი მუდმივად სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელიც ქართველებს 90-იანი წლებიდან კლავს, შემდეგ 2008 წელს, 2014 წლიდან კი ის კლავს უკრაინელებს.

მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთი ცდილობს, უგულებელყოს კიევზე სარაკეტო თავდასხმები; განადგურებული მარინკა; ისინი ვინც ბუჩაში, ირპინში, იზიუმში მოკლეს; ბავშვების გატაცება…როგორც ჩანს, ზოგს დავიწყებული აქვს გორში მომხდარი ტრაგედია”,- წერს ერმაკი.

მსგავსი თემები