„უკრაინა საქართველოს ქმედებით გაკვირვებულია“ – საგარეო უწყება

უკრაინული მხარე თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გაკვირვებულია. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, რუსეთ-საქართველოს დაახლოება იმის ფონზე ხდება, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას აგრძელებს.

„უკრაინა გაკვირვებულია საქართველოს ქმედებებით, რომელიც დათანხმდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, მიუხედავად საკუთარი ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომისა… ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დაუსჯელად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. კრემლი აშკარად აღფრთოვანებული იქნება ასეთი შედეგით“, – აცხადებს საგარეო უწყების წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო.

 

მსგავსი თემები