,,ჩვენ არ და ვერ დავუწესებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით სასჯელს და სანქციას”- ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს დამატებით სასჯელს და სანქციას ვერ და არ დაუწესებს.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სანქციის დაწესების და მისი მოხსნის დროს, საქართველო არ და ვერ ჩაერეოდა.

„საქართველოს არაფერი განუახლებია, საქართველომ რაც გააკეთა და რასაც აკეთებს, არის ის, რომ ჩვენ არ და ვერ დავუწესებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით სასჯელს და სანქციას. ვფიქრობ, ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს, უმარტივესი ჭეშმარიტებაა. არ მგონია, რომელიმე ქვეყანაში საკუთარი ხელისუფლება თუნდაც ერთ ადამიანს უქმნიდეს დამატებით ბარიერს, ჩვენ ამას უბრალოდ ვერ გავაკეთებთ, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია, არ ვიცი, რომელ დემოკრატიულ სტანდარტში უნდა ჯდებოდეს. ერთადერთი ბერკეტი გვაქვს, რომ აეროპორტებში წარმოდგენილი ვიყოთ საპოლიციო ქვედანაყოფებით, რომლებიც შეუზღუდავენ ჩვენს მოქალაქეებს პირდაპირი ფრენებით სარგებლობას. ვფიქრობ, საქმე გვაქვს მარტივ მოცემულობასთან – რუსეთის ფედერაციას რაც ცალმხრივად სანქციის სახით ჰქონდა გამოყემებული, ამაზე რუსეთის ფედერაციამ თქვა უარი. სანქციის დაწესების და არც მისი მოხსნის დროს, ბუნებრივია, საქართველო არ და ვერ ჩაერეოდა. სხვა ყველაფერი მგონია, რომ სპეკულაციაა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები