,,მარტო იმისთვის ღირდა ამ ფრენების აღდგენა, რომ რუსულ კომპანიებს ჩაესწორებინათ”- მდინარაძე ”აზიმუტზე”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსული ავიაკომპანია “აზიმუტის” მიერ,  ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის”, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მარტო იმისთვის ღირდა ამ ფრენების აღდგენა, რომ ”რუსულ კომპანიებს ჩაეედითებინათ”.

,,მარტო იმისთვის ღირდა ამ ფრენების აღდგენა და დათანხმება, დავარქვათ თუნდაც დათანხმება, სპეციალურად ვუტრირებ, რომ რუსულ კომპანიებს ჩაეედითებინათ, ანუ ჩაესწორებინათ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად და ცალკე რეგიონად აღარ მოეხსენიებინათ, მარტო ამისთვის ღირდა. და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ პრაგმატული პოლიტიკა არის ამ ქვეყნის და მისი გაერთიანების მომავალი, სწორედ ასეთ რაღაცებსაც ვგულისხმობთ.”- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის,  სოციალურ ქსელებში გავრცელდა „სქრინი” რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის” ვებსაიტიდან, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო მოხსენიებული. მოქალაქეების კრიტიკის შემდეგ, “აზიმუტმა” ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო.

ავიაკომპანია „აზიმუტმა” აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

მსგავსი თემები