,,ბატონი  ბერძენიშვილი ბოლო თვეების განმავლობაში გამოირჩევა სიძულვილის ენით”- კახა კალაძე

,,ბატონი  ბერძენიშვილი ბოლო თვეების განმავლობაში გამოირჩევა სიძულვილის ენით, ჩვენს წინაპრებზე შეურაცხყოფის მიყენებით,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მერი გამოეხმაურა  ლევან ბერძენიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც,  გუშინ, მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო მობილიზებული.

,,მე არ ვიცი ამასთან დაკავშირებით გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ არც ის ნიღბიანი პირები უნახავს ვინმეს და არც ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხართ, რომ ბატონი  ბერძენიშვილი ბოლო თვეების განმავლობაში გამოირჩევა სიძულვილის ენით, ჩვენს წინაპრებზე შეურაცხყოფის მიყენებით, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან ცუდია,”- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები