,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე ქართველი”- დიმიტრი ხუნდაძე

„ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემს ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი და მაშასადამე – ქართველი “, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ”რუსეთი იყო და  ჯერ კიდევ არის ის პოლიტიკური მოთამაშე, რომლის თითქოსდა უძლეველი იმიჯის შექმნაში თავად დასავლეთმა შეიტანა უდიდესი წვლილი”.

,,რამდენი ტყუილი და უსამართლო ბრალდება უნდა მოვისმინოთ ქართული ოპოზიციისგან და მათი პარტნიორი უცხოელი პოლიტიკოსებისგან? რამდენ უსამართლო ზეწოლას უნდა გაუძლოს ქვეყანამ? ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! ყველა ტყუილზე, ქართული იქნება ეს თუ უცხოური, აუცილებლად გვექნება რეაგირება. ვიმოქმედებთ იმ დიპლომატიური ჩარჩოს გათვალისწინებით, რასაც ზოგადად პატივს ვცემთ, თუმცა, დღეს ლოიალობის დრო არ არის.

ჩვენ გვაქვს სამშობლო, რომლის მომავალიც მხოლოდ ჩვენს ხელშია. მავანნი კი ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი სხვის ხელშია. ესეც ტყუილია და  მიმართულია სხვისი მონობის, სხვაზე დამოკიდებულობის  გასამართლებლად. ასეთი წარსული ჩვენ უკვე გვქონდა და აღარ გვსურს. რაც უფრო ვძლიერდებით, მით უფრო ძლიერდება ზეწოლა ჩვენზე. ეს არ გვაშინებს, რადგან ძალა ხალხშია და ძალა სიმართლეშია! ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემს ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი და მაშასადამე – ქართველი და ყველგან, სადაც საჭირო იქნება და როგორც იქნება საჭირო, ისე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები