,,რუსეთისთვის სანქციების დაწესებით დავსჯით საკუთარ ხალხს და ქვეყანას”- ირაკლი კობახიძე

,,რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა  რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნას.

,,2019 წელს რუსეთის ფედერაციამ სანცია დაუწესა საქართველოს მოქალაქეებს, დასაჯა საქართველოს მოქალაქეები და ამას ემსახურებოდა პირდაპირი ფრენების აკრძალვა და სავიზო რეჟიმის გამკაცრება. ეს იყოს ცალმხრივი გადაწყვეტილება და ახლაც რუსეთის ფედერაციამ მიიღო მორიგი ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამ სასჯელის მოხსნის თაობაზე. რაც კარგია, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს უკეთ რეალიზებული. როცა საუბარია ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებაზე, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, კონსტიტუციურ მოვალეობას, რომ ხელი შევუწყოთ დიასპორის კავშირს სამშობლოსთან. რუსეთთან სანქციების დაწესებით ჩვენ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები