„აგვისტოს ომის შემდეგ, 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან, ამერიკას ვაჭრობა არც შეუჩერებია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„რაც ხდება დღეს უკრაინაში, თქვენ ახსენეთ სისხლისღვრა, ჩვენთან ეს უკვე მოხდა 2008 წელს და როგორ არის, ქართველი კაცის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია? ჩვენ, ქართველებმა, ბევრი სისხლი გავიღეთ, სამი ომი გადავიტანეთ, სამოქალაქო ომი, ნატოს მისიებში ვიყავით ავღანეთში, ერაყში“ – აცხადებს ირაი ღარიბაშვილი.

პრემიერის შეფასებით, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობა არავის შეუწყვეტია.

„ჩვენმა გმირმა ბიჭებმა სისხლი გაიღეს და შეწირეს ამ მისწრაფებას, მიზანს, იდეას და ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი არის დღეს მძიმედ დაჭრილი, ეს არ არის სისხლი? და მე შემთხვევით არ მომიყვანია ფაქტი, რაც წეღან აღვნიშნე, აგვისტოს ომის შემდეგ, 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან, ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც, თქვენ შეგიძლიათ მონაცემები გამოითხოვოთ, შარშანაც ქონდათ, შეამცირეს ვაჭრობა, მაგრამ დღესაც ვაჭრობენ რუსეთთან იმ პროდუქციებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს და მათ კომპანიებს სჭირდებათ“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი და ამერიკელი მეგობრები გაგებით მოეკიდებიან ფაქტს, რომ საქართველო ვაჭრობას და ეკონომიკას არ აჩერებს ისევ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„და ჩვენ რა, არ ვართ სუვერენული სახელმწიფო, თუ ჩვენ ხალხი არ ვართ და არ გვინდა არსებობა და განვითარება და მშვიდობა, კეთილდღეობა? ლოგიკა რა არის, ე.ი. გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი და ნატო თუ შევა ფიზიკურ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან მივიღებთ მესამე მსოფლიო ომს, ეს კარგად ვიცით და ბირთვული ომის საშიშროება კი არა, პირდაპირი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით, ამის საშიშროება დღეს უკვე დგას“ – აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები