„ეს, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის“ – პრემიერი რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე

„რაც შეეხება ზოგადად უვიზო მიმოსვლას, მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას და თქვენ ყველას, იცით ალბათ, რომ ჩვენამდე, ბატონი სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი, ცალმხრივად, ისე, რომ არ მოუთხოვია მას არაფერი საერთოდ რუსეთისგან, არც მოლაპარაკება გამართულა, არაფერი, ომის შემდეგ, აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც 20% ტერიტორიების დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, ამის შემდეგ გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ მინისტრის შეფასებით, სააკაშვილი პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს.

„ასევე გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რომ რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან შემოვიდა ინვესტიციები და ეს ყველაფერი ხდება ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ მათ რაღაც გონივრული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გამოეჩინათ და პოზიცია გამოეჩინათ, სანაცვლოდ რაღაც მინიმუმ უვიზო რეჟიმი მაინც მოეთხოვათ, ასე ერთპიროვნულად, ყოველგვარი რაიმე პირობების გარეშე მოხსნეს სავიზო რეჟიმი. ეს ფაქტი მინდა, რომ შევახსენო საზოგადოებას.

ახლა ალბათ კითხვას დამისვამთ, თუ რომელიმე ე.წ. ასოცირებულ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვას აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან, აქვს მეგობრებო. ჩვენამდე ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვასაც. მოლდოვას  დღესაც აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ასევე შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არის დსთ-ს წევრი.  ახლა რატომ გავაკეთე ასეთი ვრცელი კომენტარი. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“, –  განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები