ეს­პა­ნეთ­ში 3 წლის ქარ­თვე­ლი ბავშვი მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლი­დან გა­და­ვარ­და

ეს­პა­ნეთ­ში მომ­ხდარ უბე­დურ შემ­თხვე­ვას 3 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. ბავ­შვი მე­ექ­ვსე სარ­თუ­ლი­დან გა­და­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, მაშინ მოხდა, როდესაც დედა მეორე ბავშვს უვლიდა, რომელიც სხვა ოთახში ტიროდა.

„უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც 3 წლამ­დე ბავ­შვი ემსხვერ­პლა, ნუ­ე­ბა ტო­რე­ბი­ე­ხას რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცდი­ლობ­და, ბი­ნის აი­ვან­ზე, ტან­საც­მლის გა­საშ­რო­ბი თო­კი­დან რა­ღაც ნივ­თის აღე­ბას, რა დრო­საც მე-6 სარ­თუ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის ცნო­ბით, გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნას სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და ლა­მის 1 სა­ა­თი ცდი­ლობ­და, სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა”, – წერს ესპანური მედია.

მსგავსი თემები