მზად ვარ, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი დავაყენო – დუმის დეპუტატი

რუსეთის “დუმის” დეპუტატის, ევგენი პოპოვის განცხადებით, მზადა არის სახელმწიფო სათათბიროს საბჭოს წარუდგინოს რუსეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ბევრი წინააღმდეგობაა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს საპარლამენტო დიალოგის შესაძლებლობას.

,,ჟურნალისტები რუსეთის და საქართველოს პარლამენტების დონეზე ურთიერთობების დათბობაზე და ურთიერთ თანამშრომლობისთვის “მეგობრობის ჯგუფის” შექმნაზე  მეკითხებიან; რუსეთის დუმაში მსგავსი ჯგუფი გასაგები მიზეზების გამო არ იქმნებოდა, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. თუმცა, მზად ვარ, ეს საკითხი განსახილველად გამოვიტანო სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის და დუმის საბჭოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, “საპარლამენტო თანამშრომლობის” ჯგუფები მოსკოვსა და თბილისში შეძლებდნენ საკუთარი წვლილი შეეტანათ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაში”- განაცხადა პოპოვმა.

მსგავსი თემები