„თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც“ – პრემიერი

„თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშილი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშრებით.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს მთავრობა ფიქრობს და ზრუნავს რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე.

„ყველამ იცის, რომ დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. ამაზე უნდა ვიდავოთ? რა მნიშვნელობა აქვს, ასი ათასი რომ იყოს, არ არიან ჩვენი მოქალაქეები? და კიდევ ერთი – თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც, პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, ჩინეთში და ა.შ.“ – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები