,,შემდეგი თქვენ იქნებით, ქართველები”- ვაგნერელებმა საქართველოს დროშა შეურაცხყვეს

რუსმა ოკუპანტებმა, საქართველოს  დროშა უნიტაზში ჩააგდეს და ზედ მოისაქმეს. ვიდეო ტელეგრამ არხებით ვრცლედება და სავარაუდოდ ბახმუტშია გადაღებული.

ნიღბიანი რუსი სამხედროები იმუქრებიან და ამტკიცებენ, რომ ფრონტზე  ქართველების პოზიციები გაანადგურეს.

,,გაფრთხილება ყველა ნაბიჭვარს – ჩვენ ვნახეთ თბილისის ცენტრში  ქართველმა ნაცისტებმა როგორ დაწვეს რუსული დროშა. ჩვენ ასევე ვნახეთ, სხვადასხვა ქართველი ეშმაკები როგორ ბილწავენ რუსების სახლებს საქართველოში. ისე მოხდა, რომ მხოლოდ “ვაგნერელები” დავრჩით, ვინც ჩვენს სამშობლოს საგარეო საფრთხისგან იცავს – მაგალითად დღეს დედა მოვუ**ნით ქართველების პოზიციებს და იქ მათი წყეული დროშები ვნახეთ.  ნახეთ, რას ვუზამთ ახლა იმ ქვეყნების დროშებს, რომლებიც ჩვენს დროშას დასცინიან. თავად ნახეთ და იცოდეთ, შემდეგი თქვენ იქნებით, დედამო**ნული ქართველები”,- აცხადებენ ვიდეოში. 

მსგავსი თემები