თბილისსა და მცხეთაში 3 დღით მტკვრის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება. სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ 13-დან 15 მაისის ჩათვლით, ​ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილია ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავების გეგმური გარეცხვა, რაც მათი სასარგებლო მოცულობის შენარჩუნებას და დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად. „სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ჩატარდება. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან. წყალსაცავების გარეცხვითი სამუშაოები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც გამოიწვევს ზაჰესის 3-დღიან და ორთაჭალჰესის 2-დღიან გაჩერებას და შესაბამისად, თბილისში და მცხეთაში მდ. მტკვარის კალაპოტში წყლის…

მეტი...

„საქართველო-რუსეთს შორის პირველი პირდაპირი რეისი მალე შესრულდება“- დიმიტრი ლორთქიფანიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველო-რუსეთს შორის პირველი პირდაპირი რეისი მალე შესრულდება“ – ამის შესახებ „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა “ დიმიტრი ლორთქიფანიძემ  „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ავიაკომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ფრენებში, მათ შორის კი არიან ქართული ავიაკომპანიებიც. ,,ახლო მომავალში ძალიან სასიამოვნო სიახლე ელის ჩვენს მოქალაქეებს, მათ, ვინც ფიქრობს, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა არათუ ფუფუნება, არამედ აუცილებელი პირობაა, რომ მათ შეზღუდული ხარჯებით აწარმოონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა. პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, ალბათ მალე განხორციელდება. მარიამ ქვრივიშვილმაც განაცხადა, რომ არასანქცირებულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ავიამიმოსვლაში. თუ როგორ გაიმიჯნება სანქცირებული არასანქცირებულისგან, ეს უკვე შინა ნორმატიული ტექნიკური…

მეტი...

,,აშშ-ის დღევანდელი ხელისუფლებისთვის საქართველო არის ვასალი, კოლონია, გუბერნია”- გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ  შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლებისთვის საქართველო არის ვასალი, კოლონია, გუბერნია, ისეთი ქვეყანა, რომელსაც როგორც ეტყვიან ისე უნდა მოიქცეს. ,,შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან საქართველო არის ვასალი, კოლონია, გუბერნია, რაღაც ისეთი ქვეყანა, რომელსაც როგორც ეტყვიან ისე უნდა მოიქცეს. ეს განცხადება სენატორების, რომ თავის დროზე ჩვენ სააკაშვილს ვუთხარით და იმიტომ წავიდა და ახლა 24-ში ჩვენ, ვისაც ვეტყვით ის მოვა აბა ეს რას ნიშნავს, რა არის ან სად ხედავთ დემოკრატიას, ქართველი ხალხი სად არის” – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა ტვ პირველს. ცნობისთვის, სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში,…

მეტი...

,,ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება”- ლაშა ხუციშვილი რუსეთის გადაწყვეტილებაზე

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნას ეხმაურება. მისი თქმით, როგორც ჩაკეტვაზე, ისე გახსნაზე გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული. მინისტრის განმარტავს, რომ  საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე დაწესებული რეგულაციების აღსრულების თაობაზე კითხვები არაა. „ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება – როგორც ჩაკეტვასთან, ისე გახსნასთან მიმართებით. ამ მიმართულებით მე რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე აქტივობას ვერ განახორციელებენ. შესაბამისად, შეშფოთებას, რომელიც გამოითქვა, საფუძველი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული რეგულაციების აღსრულებაზე, რომელიც…

მეტი...

,,მეტი დრო გვჭირდება კონტრშეტევისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად.  მისი თქმით, სამხედროებს ჯერ კიდევ სჭირდება დაპირებული დასავლური დახმარება. ,,[რაც გვაქვს] ჩვენ შეგვიძლია წინსვლა და წარმატებები. მაგრამ ჩვენ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელია. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო”, – განაცხადა  ზელენსკიმ. მისი თქმით, საბრძოლო ბრიგადები, რომელთა ნაწილი ნატოს ქვეყნების მიერაა გაწვრთლინი მზად არიან, მაგრამ არმიას ჯერ კიდევს სჭირდება რაღაცები, მათ შორის ჯავშანტექნიკა.

მეტი...

,,გიორგი ფხალაძის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან”- „ტავ ჯორჯია“ 

„ტავ ჯორჯია“კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება. “ტავ ჯორჯიას” განცხადებით, გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის პირველ მაისს მიმართა. „თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ეხმაურება  კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ მისი სტატუსი შეიცავს არაერთ უზუსტობას, იძულებული ვართ, განვმარტოთ, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის პირველ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ…

მეტი...

ქუთაისში, ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისში, ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფის ვირუსი, ერთ შემთხვევაში, ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს  გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში ცხოველი აცრილი არ იყო. დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველებს კონტაქტი 18 პირთან უფიქსირდება.

მეტი...

„ამ ადგილზე ფრთხილად იყავით”- ჩავარდნილი გზის მონაკვეთი

ყაზბეგში, დარიალისკენ მიმავალ გზაზე, ცდო-გველეთის მონაკვეთზე გზის ნაწილი ჩავარდნილია. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ამ ადგილზე ფრთხილად იყავით! ყაზბეგი!“ – წერს  „ჩემი ქალაქი მკლავს“ და ვიდეოს აქვეყნებს.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა

პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების ძირითადი მიზნები განიხილეს. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ ინიციატივებზე. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაზე, ასევე უკვე არსებული პროგრამების დახვეწასთან დაკავშირებით. განიხილეს დასაქმების ხელშეწყობისა და მიგრაციის საკითხები, ასევე იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროსა და განათლების მიმართულებით არსებულ ინიციატივებზე. როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, უმოკლეს ვადაში მომზადდება პაკეტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება მომდევნო სხდომაზე განსახილველად. „საბჭოს პირველი სხდომა…

მეტი...

,,ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები” – გუტიერეში

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეში აცხადებს, რომ ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით ნაკისრი ვალდებულებები. გუტერეში გმობს ღაზადან ისრაელში რაკეტების განურჩევლად გაშვებას, რაც არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და საფრთხეს უქმნის როგორც პალესტინელ, ისე ისრაელის ამოქალაქო პირებს. „ისრაელმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ძალის პროპორციული გამოყენება და ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომები სამხედრო ოპერაციების წარმოებისას მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების დასაცავად“, – აცხადებს გუტიერეში. გაერო ადასტურებს 15 პალესტინელის გარდაცვალებას, მათ შორის ათი მშვიდობიანი მოქალაქის, რომელთა შორის ოთხი ბავშვია.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 196 920 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 196 920 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 196 920; ტანკი – 3 740; ჯავშანტექნიკა – 7 287; საარტილერიო სისტემა – 3 053; სარაკეტო სისტემა – 557; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 310 ; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 227; საკრუიზო რაკეტები – 970; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 984, გემი/ნავი/კატარღა – 18;​ სპეციალური აღჭურვილობა – 391.

მეტი...

რუსეთში, ბელგოროდის ოლქის თავზე სამი დრონი აფეთქდა – გუბერნატორი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის,  ვიაჩესლავ გლადკოვის განაცხადებით, ოლქის ტერიტორიაზე სამი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც, ვიაჩესლავ გლადკოვმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა, ორი უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა და ბელგოროდის რაიონში კერძო საკუთრებაზე დაეცა. „დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი: ჩამსხვრეულია მინები, გაჩეხილია ღობეები და ერთი მანქანა“, – წერს გუბერნატორი. გლადკოვის თქმით, კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა იმავე ტერიტორიაზე, რასაც  მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტი...

უკრაინა პარტნიორებთან ერთად თავდაცვის ახალ პაკეტებზე მუშაობს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პარტნიორებთან ერთად თავდაცვის ახალ პაკეტებზე მუშაობს. ზელენსკის თქმით, რამდენიმე შეხვედრა გამართა, სადაც ეს ყველაფერი განიხილეს და უახლოეს პერიოდში პარტნიორებისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან. „მეტი საჰაერო უსაფრთხოება ჩვენი ცისთვის, მეტი შესაძლებლობა ჩვენი თავდაცვისა და სახმელეთო გადაადგილებისთვის. დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე, სადაც განვიხილეთ ეს ყველაფერი. უახლოეს მომავალში ველით შესაბამის ნაბიჯებს ჩვენი პარტნიორებისგან. ერთი წუთითაც არ დაგვავიწყდეს, რომ ოკუპანტი ჩვენს მიწაზე ყოფნის ყოველი დღის შემდეგ ფიქრობს, რომ წარმატებას მიაღწევს. ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ თავისუფლება და ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

,,პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას”- სერგეი გავრილოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი  საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმის გაუქმებას დადებით გადაწყვეტილებას უწოდებს. ამის შესახებ გავრილოვმა  მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსვლას ისევ აპირებს. ,,ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით. ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ არაერთხელ მივმართავდით რუსეთის პრეზიდენტს, რომ მოხსნილიყო ყველა არსებული ბარიერი, მით უმეტეს, რომ საქართველოს არა აქვს სავიზო რეჟიმი…

მეტი...

,,რუსეთისთვის სანქციების დაწესებით სინამდვილეში, საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციას”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული მხარე არ აწესებს სანქციებს რუსეთის მიმართ. მიზეზი მარტივია – რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ, სინამდვილეში, საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციას,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ შეაფასა  ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების დაშვებასთან დაკავშირებით. ,,ჩვენი პოზიცია ასეთია – არის მილიონამდე ქართველი პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთში. ამ ადამიანებს უწევთ სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რუსეთმა ამ ადამიანებს 2019 წელს დაუწესა სასჯელი – სანქცია და დღეს რაც ვიხილეთ, არის ამ სანქციის მოხსნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობის უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ ზომები მიიღოს”- შაჰინი და რიში

სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილით მიმართავენ , რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ.  „ამერიკის ხმამ“ წერილის ასლი მოიპოვა. სენატორებს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპად მიაჩნიათ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვისაც. „საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება, ჩვენს [შეერთებული შტატების] ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. მაგრამ, მთავრობის…

მეტი...

,,ფრენების აღდგენა დაუკავშირა ევროინტეგრაციას, სრული აბსურდია”- ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებაზე სალომე ზურაბიშვილის საპასუხო განცხადებებს. „მან ფრენების აღდგენა, რუსეთის მიერ მოქალაქეებისთვის სანქციის მოხსნა უკვე დაუკავშირა ევროინტეგრაციას, რაც სრული აბსურდია. ამით ის კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არავითარი ლოგიკა ამ განცხადებაში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

მეტი...

„თუ იტყვით, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა”- ტრამპი

„თუ იტყვით, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა, რათა ომი დასრულდეს“, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა  „სიენენის“ განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრით დიდი შეცდომა დაუშვა. მისივე თქმით,  პრეზიდენტი თავად რომ ყოფილიყო, ომს 24 საათში დაასრულებდა. „არ ვფიქრობ იმაზე, ვინ მოიგებს ან წააგებს ომს. ვფიქრობ, სიტუაციის გამოსწორებაზე. ხალხი იღუპება, რუსებიც და უკრაინელებიც. მინდა, ეს შეწყდეს და მე ამას 24 საათში გავაკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა.

მეტი...