არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამასა და მეზობელს პატიმრობა შეეფარდათ

სამეგრელოში, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამასა და მეზობელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული მამის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა, რადგან მისი თქმით მოზარდის მამის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს.  მეზობლის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. დაკავებულები  ბრალს არ აღიარებენ.

ცნობისთვის, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავა.

 

,,არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს”- პოლიციამ 2 პირი დააკავა

მსგავსი თემები