,,საქართველოს არ სჭირდება რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა – საქართველო აღარ უნდა ჩავარდეს ამ ხაფანგში”- დეგნანი

,,საქართველოს არ სჭირდება რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა, რადგან ეს მოსკოვს ხელში აძლევს სახიფათო ბერკეტს,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი  თქმით, საქართველო აღარ უნდა ჩავარდეს  ხაფანგში.

,,2019 წელსა და დღევანდელობას შორის განსხვავებაა. ახლა რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს უკრაინას და მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია მოახდინა ამ გაუმართლებელი და სასტიკი ომით, რომლის მიზანია უკრაინის ტერიტორიების მიტაცება და უკრაინის თვითმყოფადობის გაუქმება. საქართველო ახლა არ არის დამოკიდებული რუსეთის ტურიზმსა და ბიზნესზე, როგორც ადრე იყო. ამიტომ საქართველოს არ სჭირდება რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა, რადგან ეს მოსკოვს ხელში აძლევს სახიფათო ბერკეტს და ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ბერკეტი მას არაერთხელ გამოუყენებია სხვა ქვეყნებში. საქართველო აღარ უნდა ჩავარდეს ამ ხაფანგში.  რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ მეტი ინფორმაცია გვჭირდება, თუ როგორი რეაგირება ექნება საქართველოს მთავრობას ამაზე, რა დეტალები იქნება ამ ფრენებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, თუმცა მგონია, რომ სანქციები იქნება,”- განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები