„ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება. ბუნებრივია, იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო მობილიზაცია,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სენატორები, ჯინ შაჰინიდა ჯიმ რიში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილით მიმართავენ, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, საქართველოში 2024 წლის არჩევნებისთვის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ.
,,საქართველოს მთავრობის უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ ზომები მიიღოს”- შაჰინი და რიში