აფეთქება მილანში – არიან დაშავებულები

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანში, ვია პიერ ლომბარდოზე ჟანგბადის ბალონებით დატვირთული მანქანა აფეთქდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა,  4 ავტომობილი კი დაზიანდა.

მეხანძრეები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ, პოლიცია კი მიმდებარე ქუჩებს კეტავს.

აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი, ახლომდებარე შენობის პირველ და მეორე სართულებსაც მოედო.

 

მსგავსი თემები