„გუშინ იცით რა მოხდა? საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი”- მამუკა მდინარაძე

რუსების მიერ დაწესებული სასჯელი მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და ოპოზიციის წარმომადგენლები თვითსანქცირებას ითხოვენ, მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად გააუქმა.

„გუშინ იცით რა მოხდა? საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი. მათ შორის ფრენებთან დაკავშირებით, მათივე, ანუ რუსების მიერ დაწესებული სასჯელი, რომელიც მათ დააწესეს 2019 წელს, მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და საინტერესო ტერმინი შემოვიდა, შეგვიძლია ასე დავარქვათ, თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე პოლიტიკოსს მოეთხოვა საკუთარი მოქალაქეების სანქცირება. ანუ თვითსანქცირება საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების. ერთმანეთში ურევენ ახლა სპეციალურად, შეგნებულად რუსეთის მოქალაქეებს კი არ მოეხსნათ რაღაცა, საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სანქცია, სასჯელი და ესენი ითხოვენ, რომ პირიქით მოხდეს. ერთი კითხვა მაქვს და აქედან ვეკითხები – რას იზამდნენ ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ. ანუ საკუთარ მოქალაქეებს თავად დაუწესებდნენ სანქციებს?!- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები