,,ძალიან დიდი საჩუქარია რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის”- ირმა ზავრადაშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიჟო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხმაურება. მისი თქმით,  რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრელები ჩვენი თანამემამულეებისთვის, ძალიან დიდი საჩუქარია.

,,ეს არის იმ ადამიანებისთვის ძალიან დიდი საჩუქარი, ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე და შემოვლითი გზით აღარ დასჭირდებათ საქართველოში დაბრუნება თავიანთ ოჯახებთან, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ესეც არ შეუძლია. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის ხელისუფლების ყოფნის პერიოდშიც, საქართველოს აქვს უწყვეტი მშვიდობა. ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მშვიდად, ომის გარეშე გაიაროს მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი პროცესები”,- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

მსგავსი თემები