„ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, არის დადებითი და მისასალმებელი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ იცით,  ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება“  –  აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, არის დადებითი და მისასალმებელი.

„მინდა ჩვენ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო და განვუმარტო ქრონოლოგიურად, თუ როგორ მოვედით დღემდე. დავიწყებ უვიზო რეჟიმით. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ იცით,  ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები