,,ჩვეულებრივი ერთი რიგითი რუსი”- ზარქუა არახამიაზე

,,ეს არის ჩვეულებრივი ერთი რიგითი რუსი – უკრაინული სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიაზე საუბრისას განაცხადა.

,,ეს არის ჩვეულებრივი ერთი რიგითი რუსი, გეუბნებით პირდაპირ, რომელიც დაბადებულია სოჭი, რუსეთში, იქ არის გაზრდილი და დარწმუნებული ვარ ახლა არის უკრაინის მთავრობაში უკრაინის მთავრობაში, უკრაინული სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს არის ჩემი შთაბეჭდილება ამ ადამიანზე, ეს ხელმოცარული და უსამშობლო ადამიანი ვინმეს თუ ჰგონია, რომ ქართველებზეა გადამკვდარი ან საქართველოს ინტერესებს იცავს, ტყუილია ბატონებო, ეს არის მორიგი, ეტყობა დაფინანსებული, მორიგი მცდელობა, რომ ააგორონ ისევ ჩვენი სახელმწიფოს და ქართველების წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია”,- განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები