„ახალი მუტაციის გაჩენის რისკი არსებობს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მინიმალური რაოდენობითაა. თუ ნოემბრიდან მისი წილი 25-30% იყო, ახლა სულ 5%-ია ვირუსულ პეიზაჟში მაშინ, როდესაც, ისეთი ვირუსი, როგორიცაა რინოვირუსი, 41%-ია, ადენოვირუსი 21%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ფიქსირდება, მაგრამ, მინიმალური რაოდენობით“ – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძემედიაცენტრ მთავარში.“    

როგორც პროფესორმა აღნიშნა, თითქმის 2 წელია, ქვეყანაში ახალი მუტაცია არ გამოჩენილა.

ჯანმო განმარტავს, რომ მომდევნო პერიოდში ახალი მუტაციის გაჩენის რისკი არსებობს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო მუტაცია, რომელმაც მსოფლიოში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა 2021 წლის 26 ნოემბერს ჯანმოს მიერ კვალიფიცირებული იყო. თითქმის ორი წელია, ახალი მუტაცია არ გამოჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რისკიც მინიმალურია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი განცხადებაა და გარკვეულწილად, უკვე განსაზღვრავს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც.

მაგალითად: ყველაზე მაღალი ლეტალობა კოვიდ-19-ით გამოწვეული 2021 წლის იანვარში იყო, როდესაც მსოფლიოში ერთ კვირაში ასი ათასი ადამიანი დაიღუპა, ეს მაჩვენებელი აპრილის ბოლო კვირაში სამი ათასი იყო. შესაბამისად, ციფრებიც ნათლად მეტყველებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და მიუთითებს იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით კორონავირუსი, როგორც ლეტალობის, ასევე ავადობის მხრივ ძალიან შემცირებულია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

 

მსგავსი თემები