„პრობლემაა პოსტკოვიდური გართულება, რომელიც ძირითადად ბავშვებში ვითარდება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, პოსტკოვიდური გართულება პრობლემად რჩება და ის ძირითადად ბავშვებში ვითარდება. როგორც პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, დღესაც, ამ გართულებით კლინიკაში 2 ბავშვი მკურნალობს.

„მართალია, კორონავირუსის ის მუტაცია, რომელიც ახლა გვხვდება არ იწვევს მაღა ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, პრობლემაა პოსტ კორონავირუსული გართულება, ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ძირითადად ბავშვებში ვითარდება. ეს არის კორონავირუსის დასრულების, გადატანის შემდეგ 4-6 კვირის შემდეგ განვითარებული მძიმე  მდგომარეობა, როდესაც ბავშვს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მართვაში სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობა, და ძვირადღირებული მკურნალობა. ეს შემთხვევები მუდმივად გვაქვს, ახლაც, კლინიკაში გვიწევს 2 ბავშვი, ამ სინდრომით“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ამ გართულებასთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვა ბევრია.

„ხანგრძლივი კოვიდი, როგორც ერთ-ერთ გამოუცნობი მდგომარეობა, კიდევ ბევრი თვე იქნება ალბათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემით. მისი ზემოქმედება, რა სახით ვითარდება, უცნობია. ასამდე სხვადასხვა სინდრომია ამ მდგომარეობით, ხანგრძლივი კოვიდის უკან. ჯერჯერობით, პასუხგაუცემელი კითხვები საკმაოდ ბევრია“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები