,,სამწუხაროა, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, იცლის, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები”- თალაკვაძე

სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, მაღალჩინოსანი იცლის იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე დავით არახამიას განცხადებას.

მისი თქმით , დავით არახამია დაცილებულია იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად დაცილებულია ეს ადამიანი იმ პრობლემებს, რეალურ ინტერესებს, საჭიროებებს, რომლებიც სამწუხაროდ, ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის უპირობო და მტკიცე მხარდაჭერას განვაგრძობთ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება, მთელი საზოგადოება დგას უკრაინის გვერდით, პოლიტიკური პირი, უკრაინის პარლამენტის წევრი იცლის საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ისეთი განცხადებებისთვის, რომლებიც საქართველო- უკრაინის მეგობრობას აზიანებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა სხვა კომენტარს არ გავაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. როგორც ჩანს, ეს საქართველოში თითოეულს უფრო კარგად გვესმის, ვიდრე დავით არახამიას უკრაინაში“, – განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

,,დარწმუნებული ვარ, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში”- დავით არახამია

მსგავსი თემები