„დავით არახამია ვერ ჩამოვიდა საქართველოში კონკრეტულად იმ ანტიუკრაინული განცხადებების ფონზე…”- ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი  დეპუტატი, ხატია დეკანოიძე  უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა და ამერიკელებმა თავის შეკავება სთხოვეს.

„დავით არახამია ვერ ჩამოვიდა საქართველოში კონკრეტულად იმ ანტიუკრაინული განცხადებების ფონზე, როდესაც მეგობარი ქვეყნები ურჩევდნენ მას, რომ ეს შეიძლება ახალი დაძაბულობის ფონი ყოფილიყო, ჩემთვის ეს არის კატასტროფა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან არ მაკავშირებს ძალიან დიდი და მრავალმხრივი ურთიერთობა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განცალკევება არ შეიძლებოდა და არ შეიძლება ამ ძალიან მძიმე მომენტში, როდესაც ჩვენ ევროპისკენ და ნატო-ში ინტეგრაციის ძალიან სერიოზულ ფაზას გავდივართ. ეს ძალიან აზარალებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ იქნება ხელისუფლება, რომელიც რეალური სტრატეგიული პარტნიორი იქნება როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვის. ასევე, შეწყდება ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ისტერია,”- განაცხადა დეკანოიძემ.

,,დარწმუნებული ვარ, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში”- დავით არახამია

მსგავსი თემები