,,არახამია წარმოშობით ამ ქვეყნის შვილია და უფლება აქვს, რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს”- იაგო ხვიჩია

„არახამია წარმოშობით ამ ქვეყნის შვილია და მას აქვს უფლება, ამ ქვეყანაში რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს,”- ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას.

მისი თქმით, ვერავის აუკრძალავ  ხელისუფლების ცვლილებასთან მიმართებით ოპტიმისტური წარმოდგენები ჰქონდეს.

„არახამია წარმოშობით ამ ქვეყნის შვილია და მას აქვს უფლება, ამ ქვეყანაში რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს. ნაკლებად მჯერა, რომ თუ ხელს არ გავანძრევთ, რამე მოხდება, მაგრამ ზოგადად, წარმოდგენა, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, ოპტიმისტურია და ვერავის აუკრძალავ, ოპტიმისტური წარმოდგენები ჰქონდეს. ეს თავისით არ მოხდება, ამ ნაწილში მაქვს უფრო კითხვები. მინდა, მჯეროდეს, მაგრამ ეს არ მოხდება იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციაა. რამე სხვა უნდა მოხდეს ქვეყანაში და ეს სხვა ჩვენი გასაკეთებელია. სურვილი, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, მარტო არახამიას არ აქვს, ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ბევრს უნდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

,,დარწმუნებული ვარ, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში”- დავით არახამია

მსგავსი თემები