,,სჯობს, გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება პირადად მასზე“- გია ვოლსკი არახამიაზე

,,სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს საზოგადოება მასსა და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ,”-  ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არახამია ”მავნებელია თავის გამონათქვამებშიც და საქციელშიც“

„დააკვირდით ერთ ასპექტს, მან თავი დაანება ომში ჩართვის თემაზე საუბარს. მიხვდა, რომ ეს საზოგადოებაში არა თუ არაპოპულარულია, არამედ ამ ყველაფერს უსამშობლო ადამიანების მიერ გამოხატული ემოცია დაერქვა. სჯობს, გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება პირადად მასზე და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც სულ მცირე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ. უნდა იცოდეს, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას მთელი საქართველო, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. მისი ქართული წარმოშობა არაფერს ნიშნავს. ეს არის აზრგამოცლილი ადამიანი, რომელიც ფაქტია, მავნებელია თავის გამონათქვამებშიც და საქციელშიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები